ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ ეტაპზე მოლეკულური ტესტირებისთვის საჭირო რამდენიმე ათასი ტესტის მარაგი გვაქვს”, – პაატა იმნაძე

“ჩვენ ამ ეტაპზე მოლეკულური ტესტირებისთვის საჭირო რამდენიმე ათასი ტესტის მარაგი გვაქვს ქვეყანაში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანა მომდევნო კვირაში მოლეკულურ ტესტებს ჩინეთიდანაც ელოდება.

„ჩინეთიდან ველოდებით იმ კვირაში დამატებით პარტიას ისევ და ისევ მოლეკულური ტესტების. ამავე დროს, მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოლაპარაკაბებები კორეულ მხარესთან სწრაფი ტესტების მოწოდების თაობაზე. ველოდებით, რომ კონკრეტული შედეგები გვექნება უკვე იმ კვირაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი, 48-ე შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელს ვერ შეუშლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას და  საკმარისი დრო რჩება, რათა განსაზღვრულ ვადებში კონსტიტუცია გადაისინჯოს და განხორციელდეს საარჩევნო რეფორმა.

იტვირთბა....