ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რას გულისხმობს საგანგებო მგომარეობა – გიორგი გახარიამ მოსალოდნელ შეზღუდვებზე ისაუბრა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში.

“საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობას – იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებას. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები.

საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვარო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა. დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული სამართალწარმოების განსხვავებული წესები და ვადები.

საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციების, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე სამედიცინო მომსახურეობასა და პირველადი მომსახურების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას. მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს.

სასამართლო სხდომები შესაძლოა გაიმართოს დისტანციურად.

ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

იტვირთბა....