ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში.

“საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობას – იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებას. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმაც. 

პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოება მზად უნდა იყოს მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს.

იხილეთ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი სრულად:

იტვირთბა....