ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პარლამენტში სხდომა გაიმართება

დღეს საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

საგანგებო სხდომა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 16:30 საათისთვისაა ჩანიშნული.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ქვეყნის  პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პროცედურები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლით.

შეგახსენებთ, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში.

იტვირთბა....