ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) პრეზიდენტი სპეციალური დეკრეტით 21 აპრილამდე ქვენანაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

“ჩემო თანამემამულეებო, დღეს საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნებსთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, მდგომარეობა მძიმეა, მის კიდევ უფრო დამძიმებას უნდა ველოდოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით 47 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

იხილეთ ვიდეო:

იტვირთბა....