ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 48-ე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი, 48-ე შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

როგორც ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 48 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია ერთი.

საქართველოს მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

შეგახსენებთ, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

 

იტვირთბა....