“საგანგებო მდგომარეობა უნდა გულისხმობდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაბიჯებს, იმ შეზღუდვებს, რომლებიც ემსახურება ეპიდემიის შეკავებას, ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვას და არა სხვა ღონისძიებებსა და ნაბიჯებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ამასთან. კრიზისი, სამწუხაროდ, საქართველოსთვის ახალი არ არის. ჩვენ გავლილი გვაქვს სამოქალაქო ომი, გავლილი გვაქვს 1998 წლის კრიზისი, 2008 წლის ომი. ეს პირველი არ არის, ამიტომ მინდა საზოგადოებას ვუთხრა – არ არსებობს სასოწარკვეთილების მიზეზი”
ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი
TV პირველი, “ვახო სანაიას დღის ამბები”
შეგახსენებთ, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.
ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი, 48-ე შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.