ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქციას მოსახელობა შემოუერთდა, მაღაზიები და ყველაფერი დაკეტილია – გაფიცული მაღაროელი

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელი რომან კუპატაძე აცხადებს, რომ თუ ხელფასი 50%-ით არ გაეზრდებათ, კომპანია ქალაქიდან უნდა გავიდეს.

როგორც “მეტრონომს” კუპატაძემ გაუცხადა, გაფიცულებს სოლიდარობას სხვა ქალაქების მოსახლეობაც უცხადებს.

“ჩვენს აქციას მოსახლობა და სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მაღაზიები, ყველაფერი დაკეტილია ქალაქში. ქალაქიდან გასასვლელები კვლავ გადაკეტილია. ჩვენი მოთხოვნაა ხელფასის 50%-ით ზრდა, ესაა უპირობო მოთხოვნა. თუ არადა, კომპანია ქალაქიდან უნდა გავიდეს. ცოტა ხანს ვუთმენთ და თუ არ გაზრდიან ხელფასებს, გავყრით აქედან. გარდა ამისა, სხვა ქალაქებიდან გვიცხადებენ სოლიდარობას და ჩამოსვლასაც აპირებენ”, – აცხადებს კუპატაძე.

დღესვე 15 მოშიმშილე მაღაროელიდან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.

მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ხოლო ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა.

ერთ-ერთი ადგილობრივის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, კომპანიამ მათ ხელფასის ჩარიცხვა პროტესტის დასრულებამდე შეუწყვიტა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანია მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს. ამასთანავე, კომპანიაში თვლიან, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული.

17 მაისს ‘”ქართულმა ოცნებმა” გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებებიმაღაროელებთან, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.

მაღაროელების პროტესტს ეხმაურება პრემიერიც და აცხადებს, რომ იზიარებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი პეტრიაშვილმაგანაცხადა, რომ მდგომარეობის გასანეიტრალებლად, კომპანია სამუშაოებს დროებით აჩერებს.

ბოლო მოლაპარაკებები კომპანიასა და მუშებს შორის 26 მაისს გაიმართა, მაგრამ უშედეგოდ. დღესვე კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მხოლოდ 25%-იან ზრდაზე არიან თანახმა.

 

იტვირთბა....