გაეროს ოფიციალური წარმომადგენლების მცდელობას, დაერწმუნებინათ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები ნარკოტიკების ლეგალიზების მიზანშეწონილობაში, ისევე როგორც მათი შენახვისა და მოხმარების სისხლის სამართლის დანაშაულების სიიდან ამოღებაში, წარმატება არ მოჰყოლია.
სირიაში “ალ–ქაიდას” ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. სანაფი ან–ნასრი, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო, ალეპოს პროვინციაში, ავიაიერიშის დროს დაიღუპა. ინფორმაცია “ალ–ქაიდას” სირიის ფრთამაც დაადასტურა. ალეპოს ასადის
მიუსაფართა თავშესაფრის მშენებარე კომპანია, შპს “რსპ 40” 500 000 ლარით დაჯარიმდა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ დაჯარიმების მიზეზი ამ კომპანიის მიერ მშენებლობის დაგეგმილ ვადებში
ინფორმაციას, რომ ქვეყნის დაზვერვის შეფის ჯონ ბრენანის პირადი ფოსტა უფროსკლასელმა გატეხა, აშშ-ს სპეცსამსახურები ამოწმებენ. სავარაუდო ჰაკერმა „ნიუ იორკ პოსტს“ მისცა ინტერვიუ, სადაც ყვება, როგორ აღმოაჩინა
მოლდოვის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვლად ფილატს სასამართლომ წინასწარი 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად სდებენ საბანკო თაღლითობაში თანამონაწილეობას და ქრთამის სახით 250 ათასი დოლარის აღებას. მისი პარტიის
სინგაპურის ხელისუფლება 2016 წლიდან უპილოტო ავტობუსების ტესტირებას დაიწყებს. ამ მიზნით ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე გამოყო 6 კმ. სიგრძის სპეციალური ტრასა, სადაც უპილოტო ავტობუსები საცდელ მარშრუტებს გაივლიან.
ბოლო სამი თვის განმავლობაში, კოლუმბიაში ეს უკვე მესამე ავიაკატასტროფაა. მომცრო თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქის ბოგოტას ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი
როგორც ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება, ირლანდიური ავიაკომპანიის „ეარ ლინგუსის“ ლისაბონი-დუბლინის რეისზე ერთ-ერთ მგზავრს აგრესიის შეტევა დაემართა, თვითმფრინავის სალონში სირბილი დაიწყო და თანამგზავრებს ესხმოდა თავს.