ახალი ამბები მსოფლიო

კოლუმბიაში ბოლო 3 თვის განმავლობაში მესამე ავიაკატასტროფა მოხდა

ბოლო სამი თვის განმავლობაში, კოლუმბიაში ეს უკვე მესამე ავიაკატასტროფაა. მომცრო თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქის ბოგოტას ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობას მეხანძრეებმა საათზე მეტი მოანდომეს.

ბოგოტას პოლიციის ცნობით, თვითმფრინავი ელდორადოს აეროპორტიდან აფრენიდან სამ წუთში ჩამოვარდა,  რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა და ბოლოს საცხობის თავზე ჩამოვარდა. საჰაერო ხომალდის ბორტზე მყოფი სამი ადამიანი და პილოტი დაიღუპნენ. დაიღუპა საცხობში მყოფი ერთი კაციც. იქვე მყოფი შვიდი ადამიანი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობას  ექიმები კრიტიკულს უწოდებენ. ბოლო სამი თვის განმავლობაში რიგით მესამე ამ ავიაკატასტროფის მერე ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მცირე ავიაციის პარკის გენერალური შემოწმება დაიწყება.

 

იტვირთბა....