მოლდოვის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვლად ფილატს სასამართლომ წინასწარი 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად სდებენ საბანკო თაღლითობაში თანამონაწილეობას და ქრთამის სახით 250 ათასი დოლარის აღებას. მისი პარტიის წევრები აცხადებენ,რომ ეს „წმიდა წყლის პოლიტიკური“ სვლაა. ფილატის დაკავების გადაწყვეტილება სასამართლომ მისი წინასწარ პატიმრობაში აყვანის შესახემ გადაწყვეტილება ვადის ამოწურვამდე 20 წუთით ადრე მიიღო. ყოფილ პრემიერ მინისტრს დეპუტატის იმუნიტეტი რამდენიმე დღის წინ მოუხსნეს.
შეაგახსენებთ, რომ ამ ფინანსურმა სკანდალმა მოდლოვაში სრული ფინანსური და ეკონომიკური ქაოსი გამოიწვია, დაეცა მოლდოვური ვალუტის კურსი და ცხოვრების დონე შესამჩნევად გაუარესდა.