ინფორმაციას, რომ ქვეყნის დაზვერვის შეფის ჯონ ბრენანის პირადი ფოსტა უფროსკლასელმა გატეხა, აშშ-ს სპეცსამსახურები ამოწმებენ. სავარაუდო ჰაკერმა „ნიუ იორკ პოსტს“ მისცა ინტერვიუ, სადაც ყვება, როგორ აღმოაჩინა ბრენანის სამუშაო ფაილები. გამოცემამ პატარა ჰაკერს „ნარკომანი სკოლის მოსწავლე უწოდა“.
უფროსკლასელის ვინაობა, ცხადია, არ სახელდება. სამაგიეროდ, როგორც მედია ირწმუნება, ტვიტერის გვერდზე ყველას შეუძლია ნახოს თვით დაზვერვის უფროსის, ჯონ ბრენანის კონტაქტების სია, ტელეფონის ნომრები და მისი დაზღვევის ნომერიც კი. დაზვერვის ცენტრალურ ბიუროში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება, თუმცა ელექტრონული ფოსტის გატეხვის ფაქტს არ ადასტურებენ.
ეს ყველაფერი არ არის – სავარაუდო ჰაკერი იმასაც ამტკიცებს, რომ აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების მინისტრის, ჯეხ ჯონსონის პირად ელექტრონულ ფოსტაშიც შეაღწია.
სხვათა შორის, ბოლო დროს ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ პირადი საფოსტო მისამართის გამოყენების პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას, განსაკუთრებით მას შემდეგ.რაც გაირკვა, რომ აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატი სამსახურებრივი მიმოწერისთვის პირად საფოსტო სერვერს იყენებდა.