როგორც ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება, ირლანდიური ავიაკომპანიის „ეარ ლინგუსის“ ლისაბონი-დუბლინის რეისზე ერთ-ერთ მგზავრს აგრესიის შეტევა დაემართა, თვითმფრინავის სალონში სირბილი დაიწყო და თანამგზავრებს ესხმოდა თავს. გარშემომყოფებს მისი გაკავება მოუხდათ. სწორედ ამ დროს დაკბინა კაცმა ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც მის გაკავებას ცდილობდა. ამ ინციდენტის გამო თვითმფრინავი კროკის აეროპორტში იძულებით დაეშვა. დაშვებიდან ცოტა ხნის მერე აგრესიული მგზავრი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი უახლოეს დღეებში, გაკვეთის შემდეგ გახდება ცნობილი. ეარ ლინგუსის მგზავრებს შორის რეისზე რამდენიმე ექიმიც იყო, რომლებიც ვარაუდობენ,რომ კაცი შესაძლოა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ სამართალდამცავებმა კორკის აეროპორტში რეისის ერთ-ერთი მგზავრიც დააკავეს – ქალი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალებები გადაჰქონდა. ვარაუდობენ, რომ მისი დაკავება სწორედ მგზავრის გარდაცვალებას უკავშირდება.
იტვირთბა....