გაეროს ოფიციალური წარმომადგენლების მცდელობას, დაერწმუნებინათ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები ნარკოტიკების ლეგალიზების მიზანშეწონილობაში, ისევე როგორც მათი შენახვისა და მოხმარების სისხლის სამართლის დანაშაულების სიიდან ამოღებაში, წარმატება არ მოჰყოლია.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულების საქმეთა სამმართველო იძულებული გახდა, როგორც მინიმუმ, ერთი წევრი-ქვეყნიდან უკან გამოეწვია ზემოთ ხსენებული ინიციატივა. ამ კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სახის ნარკოტიკის ლეგალიზებას ითვალისწინებდა, რადგან „მათი მოხმარებისა და შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთა მეტისმეტად მკაცრი სასჯელია“ – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ნოემბერში, კუალა-ლუმპურში გასამართი კონფერენციისთვის მზადდებოდა. ბი-ბი-სის წყაროს ცნობით, მოცემული დოკუმენტი ოფიციალურად არ მიუღიათ.
აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკების ლეგალიზებას ბევრი ცნობილი ადამიანი უჭერს მხარს, მათ შორის, ცნობილი მეწარმე, მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი.