ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავტობუსები მძღოლების გარეშე ივლიან

სინგაპურის ხელისუფლება 2016 წლიდან უპილოტო ავტობუსების ტესტირებას დაიწყებს.
ამ მიზნით ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე გამოყო 6 კმ. სიგრძის სპეციალური ტრასა, სადაც უპილოტო ავტობუსები საცდელ მარშრუტებს გაივლიან.
“დროთა განმავლობაში, გვინდა, რომ უპილოტო ავტობუსებით ჩავანაცვლოთ მარშრუტების გარკვეული რაოდენობა”, – ნათქვამია სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
პროექტის განხორციელება სინგაპურში მიმდინარე წლის ივნისში დაიწყეს. მთავრობამ ექვსი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიის წინადადება მიიღო, რომელთაგან მხოლოდ ერთი კომპანიის ავტობუსების ტესტირება მოხდება. ტრასაზე, რომელზეც ტესტირება გაიმართება, აღჭურვილი იქნება გადამცემებით, რომელიც ავტობუსებს საცობზე, საგზაო მოძრაობის შეზღუდვასა და გზებზე ავარიის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე პოპულარული გადაადგილების საშვალებაა სინგაპურში.

იტვირთბა....