სოფელ აკურაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, საოჯახო ტექნიკა და ავეჯი. ხანძრის გამომწვევ მიზეზად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება.

