ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სომხური მხარის განმარტებით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას არ შეხვედრიან

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის ცნობით, სომხეთის პრეზიდენტი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ შეხვედრია.

“ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით, ჩვენი ელჩი ესაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გაიმართა ჩემი პირველი საუბარი აქ, საქართველოში აკრედიტებულ სომხეთის ელჩთან. სომხური მხარის განმარტებით, არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია. ეს არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ ხოლმე. ეს არის, რისი თქმაც შემიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით. სომხეთი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, ის ცალსახად აღიარებს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ვაგრძელებთ ამ მჭიდრო თანამშრომლობას მათთან”. – აცხადებს გიგიაძე.

შეგახსენებთ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტეპანაკერტიდან ავრცელებს ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ 5 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთში ვიზიტით მიემგზავრება.

იტვირთბა....