საგრეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილეს ემილი ჰამბერს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კარგი დინამიკა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ემილი ჰაბერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა და რეფორმები, რომელიც ქვეყანამ ევროპული ინტეგრაციის პროცესში განახორციელა. ჰაბერის თქმით, გერმანია აფასებს საქართველოს პროგრესს ვიზალიბერალიზაციის პროცესში და დაინტერესებულია, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.