ახალი ამბები ეკონომიკა მსოფლიო

თურქეთში ქართული ელექტროენერგიის საექსპორტო ფასი გაიზარდა

ქართული ელექტროენერგიის საშუალო საექსპორტო ფასი თურქეთში წლიურად 10.8%-ით, კვტ/სთ-ზე 5 აშშ ცენტამდე არის გაზრდილი, მიუხედავად იმისა რომ თურქეთის ბაზარზე ფასები 7.0%-ით, კვტ/სთ-ზე 4.8 აშშ ცენტამდე შემცირდა.

G&T-ს ინფორმაციით,  თურქეთში ფასები შემცირდა წინა წლის საკმაოდ დაბალი ბაზიდან. საბალანსო ელექტროენერგიის ფასი საქართველოში 4.7%-ით შემცირდა და კვტ/სთ-ზე 3.8 აშშ ცენტი შეადგინა. 2016 წლის ივნისში საბალანსო ბაზარზე მთლიანი ელექტროენერგიის მხოლოდ 2.5% ივაჭრებოდა, დანარჩენი ვაჭრობა კი ორმხრივი კონტრაქტების საფუძველზე მოხდა. ქართული ელექტროენერგიის საშუალო საექსპორტო ფასი ივლისში წლიურად 33.4%-ით გაიზარდა და კვტ/სთ-ზე 5.0 აშშ ცენტი შეადგინა.

წყარო: „ბიზნესკონტაქტი“

იტვირთბა....