თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
ავტოავარიის შედეგად ორი პირი სხეულის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა წუხელ მოხდა.