ახალი ამბები მთავარი სამართალი

დემურ სტუტრუას დედა აცხადებს, რომ სცემეს

დემურ სტუტრუას დედა ნონა ჯოჯუა აცხადებს, რომ დღეს, 3 სექტემბერს გამთენიისას მას სცემეს, სავარაუდოდ პოლიციის დავალებით.

ნონა ჯოჯუას თქმით, ღამის სამ საათზე მასთან სახლში მივიდა კაცი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე  თქმით, ახლა ქუთაისში ექსპერტიზაზე იმყოფება. როგორც  ჯოჯუა აცხადებს დაზიანებული აქვს თავი, ყურის მიდამო, ხოლო ტანზე აქვს დაჟეჟილობები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამიძება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. კითხვაზე, დაკავებულია თუ არა ბრალდებული, პასუხობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

შეგახსენებთ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომლიც თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

წყარო: netgazeti

იტვირთბა....