ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მცხეთის საკრებულოს წევრების ნაწილი დიმიტრი ხუნდაძეს გაემიჯნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ნაწილი მცხეთის მაჟორიტარობის კანდადატს დიმიტრი ხუნდაძეს გაემიჯნა.

მცხეთის საკრებულოსა და პარტია “ქართული ოცნების” წევრმა გურამ ანსიანმა განაცხადა, რომ იგი და მისი თანამოაზრეები ემიჯნებიან დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატია, თუმცა  მათი თქმით ემიჯნებიან მხოლოდ ხუნდაძეს და არა პარტია „ქართულ ოცნებას“.

“მიზეზი, რამაც გადაგვაწყვეტინა გაერთიანება ცეზარ ჩოჩელის გარშემო, არის მხოლოდ მისი წარსული საქმიანობა მცხეთის რაიონში და უპირატესი ხედვები მის მომავალზე. აქ მდგომნი ნდობას ვუცხადებთ დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს, როგორც სიტყვისა და საქმის ადამიანს. გავრცელებული აზრი, თითქოს ჩვენ ვე

მიჯნებით ქართულ ოცნებას, არ შეესაბამება სიმართლეს. ვემიჯნებით არა ქართულ ოცნებას, არამედ კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მან დესტრუქციული როლი ითამაშა თვითმმართველობის საქმიანობაში”. – განაცხადა ანსიანმა.

იტვირთბა....