ვიცეპრემიერი კახა კალაძე ვაკეში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა და მომხდარი მძიმე ფაქტად შეაფასა. კალაძის თქმით ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობა უკეთესობისკენაა.
„რა თქმა უნდა, ფაქტი, რომელიც მოხდა, არის ძალიან მძიმე, ძალიან ცუდი, მე როგორც მოვისმინე, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება. ის, რასაც ოპონენტები საუბრობენ, არის სიცრუე, სიცრუეზე დაფუძნებული მათი დემაგოგია და ეს არ არის სიახლე, ჩვენ წლებია ვისმენთ ამას მათი მედიასაშუალებების მეშვეობით, რაზეც აქვთ ყველაფერი აგებული. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი სტატისტიკა, მაჩვენებლები აჩვენებს იმას, რომ კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში აბსოლუტურად არის უკეთესობისკენ. თუმცა ეს ფაქტი, რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი“.- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ვაკეში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ცეცხლი ორ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი გუშინ დააკავა.