ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კვირიკაშვილი კარიმოვის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაესწრო.

სამგლოვიარო ღონისძიებაზე, რომელიც პრეზიდენტ კარიმოვის მშობლიურ ქალაქ სამარყანდში გაიმართა, 17 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა.

უზბეკეთის პრეზიდენტს უკანასკნელი პატივი მიაგეს თურქმენეთის, ტაჯიკეთის, ავღანეთის პრეზიდენტებმა; ბელარუსის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრებმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერმა, სხვადასხვა ქვეყნების აღმასრულებლი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, 78 წლის ისლამ კარიმოვი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს. ის უზბეკეთს 1991 წლიდან მართავდა.

იტვირთბა....