ახალი ამბები მთავარი

სოფელ აკურაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში  ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, საოჯახო ტექნიკა და ავეჯი. ხანძრის გამომწვევ მიზეზად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება.

ადგილზე სახანძრო დახმარების 5 მანქანა მუშაობდა. მათ შორის დამხმარე ბრიგადა იყო გამოძახებული ყვარლის რაიონიდანაც. ადგილობრივების თქმით, მეხანძრეები ადგილზე გამოძახებიდან ნახევარ საათში მივიდნენ. მანამდე კი, მეზობლები ხანძრის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.

დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეისწავლის. 

იტვირთბა....