ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

გერმანია უკრაინას 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 სტინგერს გადასცემს

გერმანია უკრაინას 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 სტინგერს გადასცემს, – აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა Twitter-ზე დაწერა.

“ჩვენი ვალია, ყველა ღონით დავეხმაროთ უკრაინას პუტინის დამპყრობელი არმიის წინააღმდეგ თავდაცვაში”, – აცხადებს გერმანიის კანცლერი.

გერმანიის მთავრობამ ცოტა ხნის წინ ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის გერმანული წარმოების 400 ტანსკაცინააღმდეგო იარაღის, “პანცერფაუსტის” და 500 ანტისაჰაერო იარაღის, “სტინგერის” მიწოდების დავალება გასცა. დამატებით, გერმანია უკრაინისთვის 14 აღჭურვილი სამხედრო მანქანის გადაცემას გეგმავს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ბოლო ცნობებით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა – ოფიციალური კიევი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არიან.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი დაწყებულია.

გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო იარაღით დახმარებას მხარი დაუჭირა.

ამასთან, ბელგია და სლოვაკეთი უკრაინას საბრძოლო მასალით დაეხმარებიან.

ვრცელდება ცნობები, რომ კიევთან რუსეთის არმიის უზარმაზარი კოლონა დგას – ამასთან უკრაინის გენერალურმა შტაბმა რუსული ტანკების შესაჩერებლად სპეციალური განმარტებები გაავრცელა.

იტვირთბა....