უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა…რუსული ჯარები სვლას გააგრძელებენ, – უკრაინული მედია კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას ავრცელებს.
როგორც პესკოვი აღნიშნავს, რუსული ჯარები უკრაინასთან მოლაპარაკების გამო დროებით შეჩერდნენ.
“გუშინ დღის მეორე ნახევარში, მოსალოდნელი მოლაპარაკებების ფონზე, პუტინმა გასცა ბრძანება შეტევის შეჩერების შესახებ, ახლა ჯარების წინსვლა გაგრძელდა”, – აცხადებს პესკოვი.
ამ დროისთვის ოფიციალური კიევის კომენტარი ცნობილი არ არის.
ცნობისთვის, რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ყველა ევროპულმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, ხოლო 27 ქვეყანა უკრაინას დამატებით საბრძოლო დახმარებას აღმოუჩენს.