კიევთან რუსეთის არმიის უზარმაზარი კოლონა დგას, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ამ დროისთვის რუსული მძიმე ტექნიკა არ გადაადგილდება.
“ამ დროისთვის ისინი კიევისკენ არ მოემართებიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია პუტინის ბრძანებით უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების წინსვლის შეჩერების შესახებ, რის შესახებაც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ბოლო ცნობებით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა – ოფიციალური კიევი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არიან.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი დაწყებულია.