ბელგია და სლოვაკეთი უკრაინას საბრძოლო მასალით დაეხმარებიან, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
ბელგია უკრაინულ ძალებს 2 000 ტყვიამფრქვევსა და 3 800 საწვავს მიაწვდის. ასევე ბელგია NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად 300 სამხედროს განათავსებს რუმინეთში.
სლოვაკეთი უკრაინას 11 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალასა და საწვავს მიაწვდის. თავდაცვის მინისტრ იაროსლავ ნადის თქმით, სლოვაკეთის დახმარება 120-მილიმეტრიანი კალიბრის 12 000 ჭურვს, 10 მილიონ ლიტრ დიზელის და 2.4 მილიონ ლიტრ თვითმფრინავის საწვავს მიაწვდის.
ოლო ცნობებით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა – ოფიციალური კიევი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არიან.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი დაწყებულია.
გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო იარაღით დახმარებას მხარი დაუჭირა.
ვრცელდება ცნობები, რომ კიევთან რუსეთის არმიის უზარმაზარი კოლონა დგას – ამასთან უკრაინის გენერალურმა შტაბმა რუსული ტანკების შესაჩერებლად სპეციალური განმარტებები გაავრცელა.