ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთს SWIFT-იდან გათიშავენ – საერთაშორისო მზადება დაწყებულია

დაიწყო რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი,- აღნიშნულის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში განაცხადა.

„ვღრღნიდით, ვღრღნიდით და გამოვღრღენით. ამისთვის მუშაობდა უკრაინის მთელი დიპლომატიური კორპუსი – უკრაინის პრეზიდენტიდან დაწყებული, უკრაინის საელჩოს ატაშეთი დასრულებული“- განაცხადა კულებამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინული დიპლომატიის ამ გამარჯვებას უკრაინის ყველა დამცველს უძღვნიან.

ბოლო ცნობებით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა.

ოფიციალური კიევი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არიან.

იტვირთბა....