ახალი ამბები პოლიტიკა

დეკანოიძე: ყველაზე საინტერესოა, რომ უკრაინას 400 000 ომის ვეტერანი ჰყავს

ყველაზე საინტერესოა, რომ უკრაინას 400 000 ომის ვეტერანი ჰყავს, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ გამოაქვეყნა.

მისივე თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინისთვის არც დამთავრებულა.

“უკრაინის ძლიერი რეგულარული თავდაცვის ძალების გარდა, ყველაზე საინტერესოა, რომ უკრაინას 400 ათასი ომის ვეტერანი ჰყავს.
ასევე, ფაქტებს დიდი მნიშვნელობა აქვს: რუსეთის აგრესია არც დამთავრებულა უკრაინისთვის”, – წერს დეკანოიძე.

ამ დროისთვის რუსეთ-უკრაინას შორის ვითარება ისევ დაძაბულია. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინას რუსი დიპლომატები ტოვებენ.

ამასთან, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია და ავსტრალია, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონბასში, უკრაინის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 7-ჯერ გახსნეს.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლური მედია “ავრცელებს აშკარა დეზინფორმაციას, ეწევა მანიპულირებას” რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ უკრაინაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაზე “უახლოეს დღეებში” მოხდება.

10 თებერვლის მიჯნაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებას ურჩევს.

მან დასძინა, რომ ამერიკული არმია ვერანაირად ვერ დაეხმარება აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ის არ აპირებს მის გაგზავნას მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოების ჯარებს შორის პირდაპირი კონფლიქტის საფრთხის გამო. 

ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ და მათ შორის ევროკავშირმაც, უკრაინაში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს და მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდეს.

იტვირთბა....