ახალი ამბები მსოფლიო

რუსი დიპლომატები უკრაინას ტოვებენ – რუსული მედია

რუსი დიპლომატები უკრაინას ტოვებენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, რუსული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, საკონსულოები გადაიტვირთა, რაც მიუთითებს, რომ ქვეყანას რუსი დიპლომატები ტოვებენ.

“უკრაინის მოქალაქეების განცხადებების მიხედვით, უკრაინაში რუსმა დიპლომატებმა და საკონსულოს თანამშრომლებმა დაიწყეს რუსეთში გამგზავრება. ამას განსაკუთრებით მოწმობს ის სირთულეები, რომლებიც წარმოიშვა საკონსულოსა და საელჩოში შეხვედრის დროს”, – განაცხადა მან.

მედია წერს, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული ევაკუაციის ფონზე, ეს მიგვითითებს იმაზე, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა უკრაინაში შეიჭრას.

ცნობისთვის, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია და ავსტრალია, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონბასში, უკრაინის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 7-ჯერ გახსნეს.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლური მედია “ავრცელებს აშკარა დეზინფორმაციას, ეწევა მანიპულირებას” რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ უკრაინაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაზე “უახლოეს დღეებში” მოხდება.

10 თებერვლის მიჯნაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებას ურჩევს.

მან დასძინა, რომ ამერიკული არმია ვერანაირად ვერ დაეხმარება აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ის არ აპირებს მის გაგზავნას მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოების ჯარებს შორის პირდაპირი კონფლიქტის საფრთხის გამო. 

ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ და მათ შორის ევროკავშირმაც, უკრაინაში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს და მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდეს.

იტვირთბა....