ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთი უკრაინაში შეჭრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

რუსეთი უკრაინაში შეჭრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლური მედია “ავრცელებს აშკარა დეზინფორმაციას, ეწევა მანიპულირებას” რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ უკრაინაში.

„2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში გლობალურ საინფორმაციო სივრცეს შეექმნა უპრეცედენტო მედიაკამპანია თავისი მასშტაბებითა და დახვეწილობით, რომლის მიზანია დაარწმუნოს მსოფლიო საზოგადოება, რომ რუსეთის ფედერაცია ამზადებს შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე.

მედია, პატიოსანი ჟურნალისტიკის სტანდარტების საწინააღმდეგოდ, ავრცელებს ცალსახად დეზინფორმაციას, ეწევა მანიპულაციებს, რათა მოსკოვის აგრესიული ზრახვების შესახებ თეზისი საზოგადოებრივ აზრში შემოეტანა.

არსებითად, დასავლური მედია ემსახურებოდა მათი მთავრობების პოლიტიკურ დაკვეთას, კოორდინაციას უწევდა არასანდო ინფორმაციის გავრცელებას, მონაწილეობდა სრულმასშტაბიან საინფორმაციო ომში”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაზე “უახლოეს დღეებში” მოხდება.

10 თებერვლის მიჯნაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებას ურჩევს.

მან დასძინა, რომ ამერიკული არმია ვერანაირად ვერ დაეხმარება აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ის არ აპირებს მის გაგზავნას მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოების ჯარებს შორის პირდაპირი კონფლიქტის საფრთხის გამო. 

ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ და მათ შორის ევროკავშირმაც, უკრაინაში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს და მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდეს.

იტვირთბა....