ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დილიდან ყიჟინა აქვს ატეხილი პირდაპირი მინიშნებებით, ვითომ სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად მეც გადამიღო უჩა აბაშიძემ მის ცოლთან… მაგ სიბინძურეში ჩაიხრჩობით” – ალეკო ელისაშვილი

“დილიდან ყიჟინა აქვს ატეხილი პირდაპირი მინიშნებებით, ვითომ სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად მეც გადამიღო უჩა აბაშიძემ მის ცოლთან… მაგ სიბინძურეში ჩაიხრჩობით” – ამის შესახებ პარ­ტია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლი­დე­რი, ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლი წერს.

“ნინო ჯღარკავა ყავთ ერთი სუს-სის სიბინძურეების მედროშე და ამ მოსიარულე ნაგავს დილიდან ყიჟინა აქვს ატეხილი პირდაპირი მინიშნებებით ვითომ სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად მეც გადამიღო უჩა აბაშიძემ მის ცოლთან. ისეთ მარაზმში არის ხელისუფლება რომ ნებისმიერ ტყუილზე და სიბინძურეზე მზადაა როგორც ჩანს წასასვლელად. პირველ რიგში ვიტყვი რომ ჩემი სოლიდარობა უჩას – აშკარად მსხვერპლს ამ რუსული რეჟიმის. მერე მეორე – მიუხედავად იმისა რომ უჩას დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ როგორც მილიტარისტს და ჯერ კიდევ ფორუმ.ჯი დან ვიცი მის შესახებ, არასოდეს შევხვედრივარ და არ ვიცნობდი პირისპირ. პირველად აქციაზე შევხვდი რამდენიმე დღის წინ და ორი წამი მოვახერხეთ გამოლაპარაკება. მისი ცოლი ვინ იყო წარმოდგენა არ მქონდა. რომ დააკავეს მხოლოდ მაშინ გავიგე ვინ იყო უჩას ცოლი. შესაბამისად სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ არც უჩასთან და არც მის მეუღლესთან არასოდეს შეხება არ მქონია. ასე რომ გაჯღარკავებული და გარუსებული ხელისუფლების გასაგონად ვამბობ – სიბინძურეში ჩაძირულები ხართ და მაგ სიბინძურეში ჩაიხჩობით. ვერც მე შემაშინებთ თქვენი სიბინძურეებით და ვერც საქართველოს შეაშინებთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად!”

იტვირთბა....