ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შს მინისტრის თქმით, 4 წლიანი პატიმრობით ემუქრება ყველას, ვინც დეპუტატებს რუსული კანონის მიღებაში ხელ შეუშლის

შს მინისტრი 4 წლიანი პატიმრობით ემუქრება ყველას, ვინც დეპუტატებს რუსული კანონის მიღებაში ხელ შეუშლის. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა განცახდება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საქართელოს სსკ-ის 222 მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ.

მიუღებელია, როედსაც პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს, ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთისაც მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

ჩვენი სურვილი არაა, რამდენიმე ასეული ჩვენი თანამოქალაქე თუ უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი, – განაცხადა შს მინისტრმა.

იტვირთბა....