ახალი ამბები მსოფლიო

რუსმა ოკუპანტებმა დონბასში, უკრაინის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 7-ჯერ გახსნეს

რუსმა ოკუპანტებმა დონბასში, უკრაინის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 7-ჯერ გახსნეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, მარინკას მახლობლად რუსმა ოკუპანტებმა განალაგეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის დახმარებითაც ჩამოაგდეს VOG-17 რაუნდი.

“პესკის მიდამოებში უკრაინელი დამცველების პოზიციებზე რუსებმა ასევე ორჯერ მიიტანეს იერიში ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან, ავტომატური მძიმე ყუმბარმტყორცნებიდან და მცირე ზომის იარაღიდან.

შიროკინოს მიმართულებით რუსმა დაქირავებულმა ჯარისკაცებმა ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან გაისროლეს. ასევე, ვოდიანიდან, არც თუ ისე შორს ცეცხლსასროლი იარაღიდან უკრაინელებს ცეცხლი გაუხსნეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც უკვე ცნობილია, დაჭრილია გაერთიანებული ძალების ერთი წევრი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლური მედია “ავრცელებს აშკარა დეზინფორმაციას, ეწევა მანიპულირებას” რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ უკრაინაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაზე “უახლოეს დღეებში” მოხდება.

10 თებერვლის მიჯნაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებას ურჩევს.

მან დასძინა, რომ ამერიკული არმია ვერანაირად ვერ დაეხმარება აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ის არ აპირებს მის გაგზავნას მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოების ჯარებს შორის პირდაპირი კონფლიქტის საფრთხის გამო. 

ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ და მათ შორის ევროკავშირმაც, უკრაინაში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს და მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდეს.

იტვირთბა....