ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ უკრაინის ტერიტორია მანამ სანამ კომერციული ფრენები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. ინფორმაციას “ევრონიუსი” ავრცელებს.
ნორვეგიის მთავრობამაც მსგავსი რეკომენდაცია გასცა და მოუწოდა ყველა ნორვეგიელს დატოვონ უკრაინის ტერიტორია ახლავე, “მანამ სანამ ქვეყანაში დაიწყება სერიოზულო და უმართავი სიტუაცია”.
გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა დატოვონ უკრაინა და გააფრთხილა, რომ “სიტუაცია შეიძლება სწრაფად გახდეს უმართავი“.