ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი სატელეფონო საუბარს გამართავენ

უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სატელეფონო საუბარს გამართავენ.

როგორც უკრაინული მედია წერს, ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის ბოლო საუბარი დეკემბერში შედგა.

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აღნიშნავს, რომ სატელეფონო საუბარი ამერიკულმა მხარემ მოითხოვა.

ამ დროისთვის რუსეთ-უკრაინას შორის ვითარება ისევ დაძაბულია. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინას რუსი დიპლომატები ტოვებენ.

ამასთან, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია და ავსტრალია, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონბასში, უკრაინის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 7-ჯერ გახსნეს.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლური მედია “ავრცელებს აშკარა დეზინფორმაციას, ეწევა მანიპულირებას” რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ უკრაინაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაზე “უახლოეს დღეებში” მოხდება.

10 თებერვლის მიჯნაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებას ურჩევს.

მან დასძინა, რომ ამერიკული არმია ვერანაირად ვერ დაეხმარება აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ის არ აპირებს მის გაგზავნას მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოების ჯარებს შორის პირდაპირი კონფლიქტის საფრთხის გამო. 

ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ და მათ შორის ევროკავშირმაც, უკრაინაში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს და მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდეს.

 

 

იტვირთბა....