ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“ანაფილაქსიური რეაქცია თანმდევია არა მარტო წამლის, არამედ არამედ ფუტკრის, ბზიკის ნაკბენის”- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ანაფილაქსიური რეაქცია შსაძლოა ნებრი რამის თანმდევი მოვლენა იყტოს. ასე გამოეხმაურა პაატა იმნაძე დღეს, ახალციხეში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, 27 წლის მედდას მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქციაა ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა.

როგორც იმნაძემ განაცხადა, ახლა მთავარია, მედიცინის მუშაკის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამისთვის ექიმები მაქსიმალურს აკეთებენ.

“ყველაზე მთავარი დღეს ჩვენთვის ის არის, რომ ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად. მეორეა ის, რომ სამწუხაროდ, ანაფილაქსიური რეაქცია თანმდევია არა მარტო ნებისმიერი წამლის ან ნებისმიერი ვაქცინის, არამედ ძალიან ბევრი საყოფაცხოვრებო ისეთი ვთქვათ, როგორიც არის ფუტკრის ნაკბენი ან ბზიკის ნაკბენი,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, დღეს, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. .ის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით,  გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, მოკვლევა დაიწყო.

მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

 

იტვირთბა....