ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.
როგორც ტიკარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ასტრაზენეკა” მარეგულირებლის მიერ აღიარებულია, როგორც უსაფრთხო ვაქცინა.
“საქართველოში “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის პროვესი შეუფერხებლად გგარძელდება”-,განაცხადა მან.
ცნობისთვის, დღეს, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვისაა გათვლილი.