ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პაციენტის მდგომარეობა მძიმეა” – ვაქცინაციის პირველი გვერდითი მოვლენის შესახებ გაბუნია განმარტებას აკეთებს

18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი ცუდად გახდა და იგი თითქმის სამი საათია კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში განმარტებას აკეთებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობიდ მდგომარეობა მძიმეა და უახლოეს პერიოდში მოხდება მისი თბილისში გადმოყვანა. გაბუნიას თქმითვე, საქმეზე დაიწყო მოკლვევა და გამოძება.

“დღეს 4 საათისთვის სამინისტროში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს, ახალციხის “იმედის” კლინიკაში” დაუფიქსირდა სავარაუდო გვერდითი რეაქცია, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ვაქცინაციასთან. დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა ამ შემთხვევის გამოძიება, როგორც ეს ხდება გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად. რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა იმისთვის, რომ დადგინდეს მისი შედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის.

ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, მას უტარდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურმა დაიწყო უკვე მისი თბილისში ტრანსპორტირება და შემდგომ მკურნალობა.

დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმატის თაობზე, როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროგრამის განვითარება ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

იტვირთბა....