ახალი ამბები მთავარი ციტატა

„პოლიტიკური ორგანო შეიკრიბა და გადაწყვიტა სამედიცინო ტურიზმის ხერხემალი — დამხმარე რეპროდუქციული მედიცინა გაანადგუროს” – დავით ბეჟუაშვილი კლინიკა „ბეტა პლუსის“ დამფუძნებელი

„პოლიტიკური ორგანო შეიკრიბა და გადაწყვიტა სამედიცინო ტურიზმის ხერხემალი — დამხმარე რეპროდუქციული მედიცინა გაანადგუროს” – ამის შესახებ ბიზნესმენმა და კლინიკა „ბეტა პლუსის“ დამფუძნებელმა, დავით ბეჟუაშვილმა განაცხადა.

„პოლიტიკური ორგანო შეიკრიბა და გადაწყვიტა სამედიცინო ტურიზმის ხერხემალი — დამხმარე რეპროდუქციული მედიცინა გაანადგუროს. ამ სფეროს ათეული წელი ვავითარებდით, დღეს ქვეყანაში ასეულობით მილიონი ვალუტა შემოაქვეს. ველით მთავრობის მოქმედებას. ბიზნესს დაელაპარაკოს, რეგულაციები დაამატოს, რისკები გაანეიტრალოს, განვითარებას ხელი შეუწყოს. ქვეყნები ასე ვითარდებიან, ჩვენც ეს გვჭირდება” – აცხადებს დავით ბეჟუაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ინიციატივით საქართველოში სუროგაცია იკრძალება:

„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება პარლამენტში“ – განაცხადა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

იტვირთბა....