რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწვევის შესახებ ვიცით, თუმცა ჩვენ მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული, – ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა პაულა პინიომ განაცხადა.
„ვიცით ამ მოწვევის შესახებ, თუმცა ჩვენ მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული და მზად ვართ, მასში მონაწილეობა მივიღოთ“, – განაცხადა პაულა პინიომ.
ასევე, მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვა შესაძლოა მხოლოდ მაშინ მოხდეს, როდესაც უკრაინაში ცეცხლი შეწყდება.
„ეს განხილვები შესაბამის ფორმატში უნდა შედგეს, ანუ ნატო-ს მოკავშირეებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სრული მონაწილეობით. ასე რომ, ჩვენს პოზიციას ვინარჩუნებთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ევროპელებს, დიპლომატიური არხებით, მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა.

