18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი ცუდად გახდა და იგი თითქმის სამი საათია კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას კლინიკა “იმედში” ადასტურებენ.
ექიმების თქმით, 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ქალი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც განმარტებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია გააკეთებს.