aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ღარიბაშვილს მოუწევს არა მარტო თანამდებობის დატოვება, არამედ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც” – ელისო კილაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი ელისო კილაძე “მთავარი არხის” ეთერში ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყებამ განმარტებები უნდა გააკეთოს.

როგორც კილაძე აცხადებს, მინისტრმა უნდა დატოვოს თანამდებობა, რადგან მისი თქმით, ღარიბაშვილი ჯარს ვერ აკონტროლებს.

“ომი რომ დაიწყოს ქვეყანაში და რაიმე სერიოზული ამბავი მოხდეს, ისევ საინფორმაციო ვაკუუმში უნდა ვიყოთ? თავდაცვის მინისტრსაც მოუწევს არა მარტო თანამდებობის დატოვება, არამედ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც იმიტომ, რომ ის, რაც ეხლა ქვეყანაში ხდება, ის, რაც ჩვენს საამაყო ჯარს ეხება, ყველაფერს სცდება”, – აღნიშნა ელისო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....