„იფიცება საქართველო“ – 16:00 საათზე მასობრივი საპროტესტო გაფიცვა დაიწყო.
17:00-დან მოქალაქეები შეიკრიბებიან 6 სხვადასხვა ადგილზე, საიდანაც მარშით გმირთა მოედნისკენ გაემართებიან:
17:45 ვაკის პარკიდან მარო მაყაშვილის სახელობის მარშით;
17:30 ამაღლების ქუჩიდან იუნკერების სახელობის მარშით;
17:30 ავლაბრის მეტროდან გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარშით;
18:00 მარჯანიშვილის მოედნიდან ვალიკო ჯუღელის სახელობის მარშით;
18:00 სადგურის მოედნიდან ვალოდია გოგუაძის სახელობის მარშით;
18:40 სპორტის სასახლიდან გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელობის მარშით.