ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„საფრანგეთი ევროპას ბირთვულ ფარს სთავაზობს“ – The Telegraph

The Telegraph-ის ცნობით, საფრანგეთი ევროპას ბირთვულ ფარს სთავაზობს.

გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთმა ბირთვული იარაღის მატარებელი მოიერიშე თვითმფრინავები, შეიძლება, გერმანიაში განათავსოს იმ ფონზე, როცა აშშ თავისი ძალების კონტინენტიდან გაყვანით იმუქრება.

ფრანგმა ოფიციალურმა პირმა The Telegraph-ს განუცხადა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების განლაგება გზავნილს გაუგზავნის ვლადიმერ პუტინს, ხოლო ბერლინში დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ეს ზეწოლას მოახდენს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრზე, კირ სტარმერზე, რათა მანაც იგივე გააკეთოს.

„გერმანიაში რამდენიმე ფრანგული ბირთვული გამანადგურებლის განთავსება არ უნდა იყოს რთული და ძლიერ გზავნილს გააგზავნის“, – აღნიშნა წყარომ.

„ფრიდრიხ მერცმა, რომელიც, მოსალოდნელია, რომ გერმანიის შემდეგი კანცლერი გახდება, ბრიტანეთსა და საფრანგეთს მოუწოდა, გააძლიერონ ბირთვული თავდაცვა, რადგან ის დონალდ ტრამპის ამერიკისგან ევროპის „დამოუკიდებლობას“ ეძებს“, – წერს The Telegraph-ი.

იტვირთბა....