ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც შეიარაღებულ თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ჯავშანტექნიკა გაიყვანა.
თავდამსხმელმა კი, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა ტერიტორიიდან ჯავშანტექნიკის გაყვანა იყო, რამდენიმე წუთის წინ, კიდევ ერთი მძევალი გაათვისუფლა.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობდნენ შენობის დატოვებას.
ამათანავე, მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. მან სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი მისცა.
ინტერნეტში გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.