ამ წუთებში ზუგდიდში ბანკს აყაჩაღებენ.
დაახლოებით 15 წუთის წინ, ორი ნიღბიანი შეიარაღებული პირი შეიჭრა “საქართველოს ბანკის” შენობაში, სადაც იმყოფება, როგორც ბანკის თანამშრომლები, ასევე რიგითი მოქალაქეები.
ადგილობრივების თქმით, მძარცველებმა ორჯერ გაისროლეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.