ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე სავარაუდო თავდამსხმელმა შენობა დატოვა.
როგორც მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, შესაძლო დამნაშავეს სამხედრო ფორმა აცვია, თან კი სამი სავარაუდო მძევალი ახლავს.
გავრცელებული ინფორმაციით, მძევლად აყვანილ სამ ადამიანს შორის არიან სამეგრელო ზემო სვენეთის რეგიონის უფროსი, ავთო გალდავა და მერის, გიორგი შენგელიას ბიძაშვილი ლაშა შენგელია.